ალეკო ელისაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილის არავინ აწამებს და სააკაშვილს არავინ კლავს, ეს არის ფაქტი

დარწმუნებული ვარ, ყოფილი ელჩების რეაქცია მოჰყვა ბოლო დროს სააკაშვილის ფოტო და ვიდეოს გავრცელებას, სადაც მართლა სუსტად გამოიყურება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ქრონიკას განუცხადა.

„სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილის არავინ აწამებს და სააკაშვილს არავინ კლავს, ეს არის ფაქტი. მე მესმის იმ ელჩების, რადგან დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს კადრები ნახეს, მათზე ამან იმოქმედა“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ამერიკის ყოფილი ელჩების გაფრთხილება საქართველოს მთავრობას – უილიამ კორტნი, იან კელი, რიჩარდ მაილსი, ჯონ ტეფტი და კენეტ იალოვიცი მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის შესაძლებლობა მისცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სანქციებს არ გამორიცხავენ. ყოფილი ელჩები ყურადღებას ამახვილებენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებებზე, ქართველი ექსპერტების დასკვნებსა და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებზე და არ გამორიცხავენ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებს საფრთხე შეექმნას.

გარდა ამისა, მათი შეფასებით, ეს კრიზისი სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას.