საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვას პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ეკლესიამ, 12-ვე მოციქულის ერთად მოხსენიების დღე დააწესა ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული.