თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის მიერ დაგეგმილ და ნაწილობრივ განხორციელებულ მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, წლის ბოლოს საზოგადოებას მეტროს ახალი ვაგონები მომსახურება.
“მინდა ვისაუბრო მნიშვნელოვან თემაზე, ეს გახლავთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, როგორიც არის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ჩვენ დაწყებული გვაქვს ვაგონების განახლება. წლის ბოლოს მეტროს ახალი ვაგონები მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას. გარდა ამისა, ვმუშაობთ მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, სადაც დაახლოებით 50 წელია კაპიტალური სამუშაოები არ ჩატარებულა,”- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
წყარო: report.ge