„ვერ ცხოვრობდით ჩვენთან ერთად? რა იყო ცუდი? რა დაგაკელით?“ – სიმონიანმა ქართველებსა და სომხებს მიმართა

რუსმა ჟურნალისტმა, მარგარიტა სიმონიანმა რუსული ტელეარხის საშუალებით ქართველებსა და სომხებს მიმართა.

„ვერ ცხოვრობდით ჩვენთან ერთად? რა იყო ცუდი? რა დაგაკელით? თქვენი კულტურა და სახელმწიფოებრიობა ჩვენი დახმარებით შეიქმნა. ვინ გავიწროებდათ?! ჩემი ბავშვობის საქართველო და სომხეთი მახსენდება, ერევნიდან არავინ დარბოდა ევროპაში ჩექმების საყიდლად და ახლა რა ხდება? მიტინგები და მიტინგები“, – აღნიშნა მან.