თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გამოძიება „უკვე მკვლელობაზეც საკმაოდ კარგად ყალიბდება“.
რამიშვილი და ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გუშინ, 11 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ, სადაც მათ საქმის მასალების ნაწილი გააცნეს.
“ძალიან დიდი მასალა იყო. მის პირად Youtube-ზეც შევედით, ჩანაწერები ვნახეთ. თუმცა, ამ ეტაპზე ფეისბუკზე მაინც ვერ შევედით..ძალიან ბევრი სხვა მასალაა, მისი მიწერ-მოწერებიც ვნახეთ, ყველაზე საეჭვო რაც იყო… სხვა ფიგურანტებიც გამოჩნდნენ. ერთი არის, რომ 13-დან 18 ივლისამდე საერთოდ არანაირი შეტყობინებები არ არის, ან წაშლილია. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 18 ივლისის შემდეგ არის რაღაც შეტყობინებები მოსული, უკვე 10 აგვისტოს, გარკვეული ცვლილება ფიქსირდება. ვიღაც შედის და გამოდის,“ – ყვება რამიშვილი მედიასთან.
წყარო: report.ge