ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო თვითმფრინავის კიბეზე ასვლაც კი არ შეუძლია წაბორძიკების გარეშე და უკანასკნელი, რაც ამ არაკომპეტენტურმა ადმინისტრაციამ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ გვიბიძგოს მესამე მსოფლიო ომისკენ, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება აღმოსავლეთ ევროპაში სარეზერვო ძალების გაგზავნის შესახებ.
„ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება სარეზერვო ძალების მობილიზების შესახებ ადასტურებს, რომ უკრაინაში მისი უგუნური ესკალაცია კატასტროფულ მდგომარეობამდე ამძიმებს აშშ-ის არმიას. გასულ კვირას, ბაიდენმა შოკისმომგვრელად აღიარა, რომ ჩვენი არსენალი იმდენად არის ამოწურული, რომ შეერთებულ შტატებს საბრძოლო მასალა ეწურება. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ სარეზერვო ჯარები იძულებულნი არიან, მხარი დაუჭირონ ბაიდენის დამღუპველ პოლიტიკას ევროპაში, ხოლო ამ დროს ჩვენი საზღვრები დაუცველი რჩება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.