ბრიუსელში ილჰამ ალიევის, ნიკოლ ფაშინიანისა და შარლ მიშელის შეხვედრა იმართება

ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე ლიდერები წინა მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის საკითხებს განიხილავენ.

გასული თვის დასაწყისში ბაქოდან და ერევნიდან გარკვეული სიგნალები შეინიშნებოდა, რომ მხარეები სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან ახლოს არიან.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დაწყებამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ალიევსა და ფაშინიანთან ცალ-ცალკე შეხვედრა გამართა. ნიკოლ ფაშინიანმა შარლ მიშელს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ლიდერის წერილი გადასცა.