პოლონელი დეპუტატუ ტომაშ იასკოლა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან „ვივამედში“ მისული პოლონელი ექიმის მიერ სააკაშვილის ნიმუშის გატანის მცდელობას ეხმაურება.
„ამას უნდა მოჰყვეს პოლონური მხარისგან სწრაფი და მძაფრი რეაქცია“,- წერს „ტვიტერში“ პოლონეთის სეიმის წევრი.
პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.