არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.

როგორც ცნობილია, ფონიჭალაში მამაკაცმა არასრულწლოვანი გოგონა ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორნმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებთ.