ეს არის მთლიანად ექიმებისა და პროფესიონალების კომპეტენცია. მათ თავიანთი ახსნა ამ საკითხთან დაკავშირებით ექნებათ და მე როგორც ვიცი აქვთ, – ასე აფასებს„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე მსჯავრდადებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისული პოლონელი ექიმების სკანდალს.
„ეს ასევე არის მთლიანად ოჯახის კომპეტენციაც. ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ექიმების ვიზიტი პრეზიდენტ სააკაშვილთან არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა წითლიძემ.
პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.