შეერთებული შტატები ევროპის ქვეყნებს საშუალებას მისცემს, დაიწყონ უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებისთვის, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა CBSNEWS-სთან საუბრისას.
„პრეზიდენტმა აანთო მწვანე შუქი და ჩვენ დავუშვებთ, მხარს ვუჭერთ, ხელს შევუწყობთ და რეალურად მივაწვდით უკრაინელებს საჭირო ინსტრუმენტებს, რათა დაიწყონ წვრთნა F-16-ზე, როგორც კი ევროპელები მზად იქნებიან. ევროპის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მათ სჭირდებათ რამდენიმე კვირა ტრენინგის მოსამზადებლად. შეერთებული შტატები იცავს ნებისმიერ ვადას, რომელიც მათ დაასახელეს. შტატები არ დააყოვნებს F-16-ის სწავლების დაწყებას“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.