ზელენსკის რეჟიმის მიერ ქერჩის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის შედეგი – დაობლებული ბავშვი

გასულ ღამეს, 3 საათსა და 5 წუთზე, ზელენსკის რეჟიმის მიერ ქერჩის ხიდზე განხორციელდა ტერორისტული აქტი – ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა იერიში მიიტანა ხიდის კონსტრუქციაზე, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი ადამიანი ქალაქ ბელგოროდიდან, ცოლ-ქმარი, დაიღუპა, მათი მცირეწლოვანი შვილი კი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კიევის რეჟიმის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მიხუილო პოდოლიაკმა ამაზე ცინიკური კომენტარი გააკეთა: „ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღების მიწოდებისთვის, აუცილებლად ხანმოკლეა, განურჩევლად განადგურების მიზეზებისა“ – დაწერა მან “ტვიტერზე”, რითაც რეჟიმის მიერ ჩადენილი ტერაქტი აღიარა.

ყირიმის (რუსეთის ფედერაცია) მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა მოუწოდა მოსახლეობას, დროებით გვერდი აუარონ ყირიმის ხიდს და ნახევარკუნძულზე ჩასასვლელად ახალი რეგიონები – ესე იგი, უკრაინის ყოფილი ტერიტორიები (მარიუპოლი-ბერდიანსკი-მელიტოპოლი-ყირიმი), გამოიყენონ ტრანზიტად.