მორიგი თავის მართლება თბილისის მერის, კახა კალაძის მხრიდან, რომლის განცხადებით, 11 ივლისს, წყნეთში მომხდარი ტრაგედიის ადგილას უსაფრთხოების დასაცავად გამაფრთხილებელი ნიშნები იმიტომ არ არსებობდა, რომ სამუშაოები ჯერ დაწყებული არ იყო.
მისივე თქმით, ყველა სამუშაოს დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გათვალისწინებულია.
„წყნეთში მომხდარი ტრაგედიის ადგილას შაბათ დღეს რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. კვირა დღეს სამუშაოები არ ჩატარებულა და ორშაბათს ეს უბედური შემთხვევა მოხდა.ყველა სამუშაოს დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გათვალისწინებულია და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე ხდებოდა. გამაფრთხილებელი ნიშნები იმიტომ არ იყო, რომ სამუშაოები ჯერ დაწყებული არ იყო. მოსამზადებელი სამუშაოები ზუსტად იმისთვის მიმდინარეობდა, რომ უსაფრთხოების ნორმები გათვალისწინებული ყოფილიყო“, – აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს წყნეთში, ე.წ. სამთავრობო ზონაში, 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.