მას შემდეგ, რაც რუსეთმა გააუქმა ე. წ. “მარცვლეულის შეთანხმება”, უყრაინული ხორბლის გასატანად მხოლოდ სახმელეთო კორიდორი რჩება, საზღვაო ვარიანტი არ განიხილება – განაცხადა აშშ ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არ განიხილავს თავისი სამხედრო ხომალდების გამოყენებას უყრაინიდან ხორბლის გადასაზიდად, შავი ზღვის გავლით.
ამერიკელმა დაიჩივლა, რომ ამჟამად უყრაინაში ყველაფრის გადაზიდვა ხმელეთით ხდება, რაც ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე საზღვაო გადაზიდვები, მაგრამ სხვა ვარიანტი არ არსებობს.
აშშ რუსეთს შავ ზღვაზე ვერ შეებრძოლება.