გაეროს გენმდივანს “შიმშილის წინაშე მყოფი მილიონობით ადამიანი” ახლა გაახსენდა, როდესაც რუსეთმა “მარცვლეულის შეთანხმება” გააუქმა

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ შიმშილის წინაშე მყოფი მილიონობით ადამიანი ფასს გადაიხდის მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო.

„რუსეთის ნაბიჯი დარტყმას მიაყენებს გაჭირვებულ ადამიანებს მსოფლიოს მასშტაბით. შიმშილის წინაშე მყოფი ასობით მილიონი ადამიანი და მომხმარებელი ხარჯების კრიზისის წინაშე დადგება. ისინი ფასს გადაიხდიან”, – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ იგი ღრმად წუხს რუსეთის გადაწყვეტილების გამო, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს არ შეაჩერებს გაეროს ძალისხმევას უკრაინიდან და რუსეთიდან სურსათისა და სასუქების გლობალურ ბაზრებზე შეუფერხებელი წვდომის ხელშეწყობისთვის.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმება აღარ მოქმედებს. მან ასევე აღნიშნა, რომ როგორც კი რუსეთთან დაკავშირებული ვალდებულებები შესრულდება, მოსკოვი შეთანხმების რეალიზებას მიუბრუნდება.

 

“რეზონანსი”