დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე დაკავებას ელის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმზე შტურმის და 2020 წლის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დაკავებას ელის.

ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას პროკურორმა ჯეკ სმიტმა აცნობა კვირას ღამით, რომ ის იყო მათი გამოძიების სამიზნე.

ტრამპის განცხადებაზე ჯეკ სმიტს კომენტარი არ გაუკეთებია.

„მე ვარ ნაფიც მსაჯულთა გამოძიების სამიზნე. ძალიან მოკლე ვადას მაძლევენ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში გამოვცხადდე, რაც თითქმის ყოველთვის დაპატიმრებას და ბრალის წაყენებას ნიშნავს“, – აღნიშნავს ტრამპი.