ლიეტუვას მთავარი პორტი მზად არის უკრაინული მარცვლეულის გადასაზიდად – ლიეტუვას პორტის გენერალური დირექტორი

ლიეტუვას პორტის გენერალური დირექტორის ალგის ლატაკასის განცხადებით, პორტი მზად არის 10 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეულის გადატვირთვა უზრუნველყოს.

მისი თქმით, ბალტიის სანაპირომდე ტვირთის მიწოდების ლოგისტიკა უკიდურესად მძიმე რჩება.

ამასთან, ლიეტუვას პორტის გენერალური დირექტორის განცხადებით, პორტის ამჟამინდელი მოცულობა 10-15 მლნ ტონა მარცვლეულს შეადგენს, მათ შორის ლიეტუვის მარცვლეულის ექსპორტი დაახლოებით 3,5 მლნ ტონაა.

„გვაქვს უზარმაზარი პრობლემა, რომელიც ბევრ საკითხთან, სხვადასხვა ქვეყანასთან, შეთანხმებებთან და ინტერესებთან არის დაკავშირებული. თუ ეს საკითხი გადაწყდა, კლაიპედა უკვე დღეს უკრაინული მარცვლეულის ნაწილის 100-პროცენტიანი მომსახურების უზრუნველყოფას შეძლებს“, – აღნიშნა ალგის ლატაკისმა.