რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ნაცვლად სამხრეთ აფრიკაში BRICS-ის სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება სამხრეთ აფრიკაში პუტინის არ გამგზავრების შესახებ რუსულ მხარესთან ერთობლივად იყო მიღებული.