მელიამ აეროპორტის მუშაობა შეაფერხა

საინტერესო შემთხვევა მოხდა რამდენიმე დღის წინ სამარაში. კურუმოჩის აეროპორტში დაშვების პროცესში მყოფ კომპანია Red Wings სუპერჯეტის ბორტს, ქალაქის აეროპორტის კოშკურადან აცნობეს, რომ მეორე წრეზე წასულიყო. აღმოჩნდა, რომ დასაფრენ ზოლზე დაუპატიჟებელი სტუმარი – მელია დარბოდა. ეკიპაჟი დაფრენის რეჟიმიდან ოსტატურად გადაეწყო აფრენის რეჟიმში და მხოლოდ მას შემდეგ დაეშვა, როდესაც ცხოველი განერიდა ზოლს.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ცხოველს კორექტირება შეაქვს აეროპორტების განრიგში.

წყარო: Aviaincident