ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტარის სახლი გაჩხრიკა

„კატარგეიტის“ გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ ბელგიელი სოციალისტი ევროპარლამენტარის, მარია არენას სახლი გაჩხრიკა.

ბელგიური პროკუტატურის განცხადებით, არენას სახლის ჩხრეკა ბრიუსელში ჩატარებული ექვსი ჩხრეკის ნაწილი იყო, მათ შორის, რამდენიმე ადგილი პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება ევროპარლამენტარს ან მის ოჯახს.

„ამოღებულია დოკუმენტები და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აღჭურვილობა, რომელსაც გაანალიზებენ და შეისწავლიან“ – განაცხადა ადგილობრივმა პროკურატურამ.

აღნიშნულ საქმეში ევროპარლამენტარის რამდენიმე თანაგუნდელი ფიგურირებდა, თუმცა მარია არენასთვის დღემდე ბრალი არ ჰქონდათ წარდგენილი და არც კი დაუკითხავთ ის სამართალდამცავებს.

მარია არენა რიგით მეოთხე მოქმედი ევროპარლამენტარია, რომელიც სკანდალში ფიგურირებს. მანამდე ბრალი ევა კაილის, მარკ ტარაბელასა და ანდრეა კოზოლინოს წაუყენეს. მათგან მხოლოდ პანზერმა აღიარა დანაშაული და სასჯელის შემცირების სანაცვლოდ, პროკურორებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. დანარჩენი ევროპარლამენტარები თავს უდანაშულოდ ცნობენ.

„კატარგეიტის“ სკანდალი ევროპარლამენტში გასული წლის დეკემბერში დაიწყო. რამდენიმე ევროდეპუტატი ეჭვმიტანილია კატარისგან ქრთამის აღებაში სპარსეთის ყურის ქვეყნის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღების სანაცვლოდ.

წყარო: „პოლიტიკო“