„უკრაინის ნატოში გაწევრიანების იდეა აბსოლუტურად სიგიჟეა“, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მას „კორუმპირებული და არაკომპეტენტური“ უწოდა.
მანამდე კი, თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა თქვა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ევროპას სთხოვს უკრაინაში გაგზავნილი იარაღის გამო, აშშ-ს იარაღის მარაგის აღდგენაში დაეხმაროს.