გურამ მაჭარაშვილი – ბესელია ვირტუალურ სამყაროს ხატავს

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ვინც არ უნდა გაერთიანდეს, შანსი არ ექნება არავის, როცა ქვეყნის ინტერესები არ ამოძრავებთ.

„ბესელიამ თქვა, შეიძლება გავერთიანდეთო. ბესელია ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში აქტიურ პოლიტიკაში არ არის. მან თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები შეიძლება, გაერთიანდნენო. ამ ვირტუალურ სამყაროზე კომენტარი როგორ გავაკეთო. ვინც არ უნდა გაერთიანდეს, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი იქნება თუ – არა, შანსი არ აქვთ. შანსი არავის ექნება, როცა საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლების საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, საქართველოს სამშვიდობოს გაყვანა არავის აინტერესებს. შანსი არ აქვთ და ხმებს როგორ წაგვართმევენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.