სკანდალი პარიზში – სახელმწიფო მდივანი Playboy-სთან თანამშრომლობდა

საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი, მარლენ შიაპი, რომელმაც გაზაფხულზე ჟურნალ  ითანამშრომლა და ინტერვიუ მისცა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ BFMTV იტყობინება.

აპრილში პრემიერმინისტრმა, ელიზაბეთ ბორნმა შიაპი გააკრიტიკა და უსაყვედურა.

გაზეთ Le Figaro-ს ცნობით, ბორნმა დაურეკა სახელმწიფო მდივანს სოლიდარობისა და სოციალური ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებში და უთხრა, რომ მისი ინტერვიუ იყო „კატეგორიულად შეუსაბამო დღევანდელ სოციალურ კონტექსტში“.

თავის მხრივ, შიაპამ Twitter-ში განმარტა, თუ რატომ დათანხმდა პუბლიკაციის გამოქვეყნებას.

მისი თქმით, ის „ყველგან იცავს ქალთა უფლებებს“ და დასძინა, რომ „საფრანგეთში ქალები თავისუფლები არიან“.

მას შემდეგ, რაც გაჟონა ინფორმაციამ, რომ სახელმწიფო მდივანი Playboy-ის გარეკანზე გამოჩნდება, ფრანგი ჟურნალისტები კამათობდნენ, მიზანშეწონილი იყო თუ არა თვითგამოცხადებული ფემინისტის გამოჩენა ისეთ ჟურნალში, რომელიც ცნობილია თავისი “შიშველი აქცენტებით”.