საქართველოში 25 ივლისამდე, ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

საქართველოში 25 ივლისამდე, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

„ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +33, +38 გრადუსი იქნება.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.