აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, გასული წლის დეკემბერში საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შავი ზღვის სტრატეგიული წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის შესახებ წარმატებით მიმდინარეობს.
ალიევის თქმით, შესწავლითი სამუშოები უკვე დაწყებულია და პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება.
„გასულ დეკემბერში ხელი მოეწერა შეთანხმებას აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის, რომელსაც ზედამხედველობას უწევდა ევროკომისიაც, რათა აშენდეს ინტეგრირებული მწვანე ენერგეტიკული ხაზი, აზერბაჯანიდან ევროპაში შავი ზღვის ქვეშ. შესწავლითი სამუშოები უკვე დაწყებულია და ველოდებით, რომ პრეზენტაცია სექტემბერში ან ოქტომბერში გაიმართება. პროექტის პირველი კომიტეტი შედგა ბაქოში, თებერვალში და პირველი 20040-მეგავატიანი მზის ელექტროსადგური ამ წლის ბოლომდე გაიხსნება, მაგრამ ეს მხოლოდ პირველია“, – აღნიშნა ალიევმა აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში გამართულ გლობალურ მედიაფორუმზე გამოსვლისას.