დიანა დევისი და გლებ სმოლკინი ყინულზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ

რუსეთის ფედერაციის ციგურებზე სრიალის ფედერაციის აღმასკომმა დააკმაყოფილა რუსული სპორტული დუეტის დიანა დევისის და გლებ სმოლკინის საკითხი და მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან ისინი  საქართველოს სახელით იასპარეზებენ ტურნირზე, რომელსაც აშშ უმასპინძლებს.

დევისი ცნობილი რუსი მწვრთნელის ეთერი თუთბერიძეს შვილია, რომელსაც აშშ-ს მოქალაქეობასთან ერთად საქართველოს პასპორტიც გააჩნია. მისი პარტნიორი სმოლკინი კი ცნობილი მსახიობის ბორის სმოლკინის შვილია.