ბერლინის პოლიციის ძებნილი ლომი, ტახი გამოდგა

ლომი, რომელსაც ბერლინისა და ბრანდენბურგის პოლიცია ორი დღის განმავლობაში ეძებდა, გარეული ტახი აღმოჩნდა.

ამის შესახებ კლაინმახნოვის თემის მერმა, მაკაელ გრუბერმა განაცხადა.

“ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა თქვა, რომ ეს არ არის ლომი და არც რომელიმე გარეული ცხოველი, მაგრამ არის ნიშნები, რომ სურათზე გამოსახული ცხოველი არის გარეული ტახი”, – თქვა მან.

მისივე თქმით, პოლიცია უბრუნდება მუშაობის ჩვეულ რეჟიმს, თუმცა სიფხიზლეს ინარჩუნებს.

ბოლო ორი დღის აქტივობების შეფასებისას გრუბერმა თქვა, რომ განხორციელებული ქმედებები იყო სწორი.

ორი დღის წინ ბრანდენბურგის პოლიციამ მიიღო შეტყობინება “ველური ცხოველის” არსებობის შესახებ ბერლინის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კლაინმახნოვში. სამძებრო ოპერაციის ზონაში მყოფ ხალხს პოლიციამ სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.