აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 33 824-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 497 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 31 058 პაციენტი, ხოლო 2 269 პირი ამ დრომდე მკურნალობს.
ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 804 513 ტესტი ჩატარდა.
წყარო: report.ge