IRI – მოსახლეობის უმეტესობის აზრით მთავრობის ჩავარდნა დაპირებების შეუსრულებლობაა

გამოკითხულთა 9% ფიქრობს, რომ მთავრობის მთავარი ჩავარდნა დაპირებების შეუსრულებლობაა. აღნიშნულის შესახებ კვლევა საერთაშირისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოაქვეყნა.

ამავე კითხვაზე, თუ რა იყო მოქმედი მთავრობის მთავარი ჩავარდნა, გამოკითხულთა 7% ფიქრობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა. 6%-ის აზრით უმუშევრობა, ასევე 6% ფიქრობს, რომ მოქმედი მთავრობის მთავარი ჩავარდნა, 20 ივნისის მოვლენებია.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ორგანიზაციამ (IRI) კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე ჩაატარა და სულ 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ცდომილება 2,5%-ია.

წყარო: report.ge