კეზერაშვილის კადრები ეკონომიკის სამინისტროში

ეკონომიკის სამინისტროში ფესვებგადგმული ქალბატონი თეა რუსიტაშვილი, დავით კეზერაშვილის ახლო მეგობარია, რომელმაც “კეზერას” მინისტრობის დროს აიწყო კარიერა. იყო დრო, როდესაც განაგებდა თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკას.

დღეის მოცემულობით ეკონომიკის სამინისტროში “ეჩაირის” უფროსია და კადრების რუხი კარდინალი. ნამდვილად ვერ ვუარყოფ თეას  ნიჭს და განათლებას. გამორჩეულია და სწორედ ასეთი კადრები ჩატოვეს ნაცებმა სამინისტროებში, რომლებიც მოგვიანებით, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის სახელს ამოფარებულმა “შეფებმა” თითქოს და გადაიბირეს.

თეა რუსიტაშვილი გახლავთ არა ერთი უკანონობის ე.წ გამპრავებელი, რომელსაც სჩადიოდა საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს წინა ხელმძღვანელობა თამარ იოსელიანის დირექტორობის პერიოდში. ეკონომიკის სამინისტროში ჩაბუდებული კეზერას კადრები დღემდე ეწევიან საბოტაჟს, ელოდებიან საჭირო დროს, წერტილოვანი დარტყმის განსახორციელებლად და შენატრიან კეზერაშვილი – ადეიშვილის  მმართველობის პერიოდს.

საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გენ-ისპექციას, აუდიტის სამსახურს მოვუწოდებ დაინტერესდეს რუსიტაშვილის მიერ რეკომენდაცია გაცემული კადრების საქმიანობით, ასევე აუდიტის სამსახურს შეისწავლოს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ყველა უწყების, ფინანსური და საკადრო პოლიტიკა. აღმოაჩენთ კანონდარღვევათა  არაერთ მტკიცებულებას. ასევე ქართული ოცნების ცენტრალურ გუნდს, ღარიბაშვილის და ბიძინა ვინაშვილის ჯერკიდევ ერთგულებს, მოვუწოდებ დაინტერესდნენ  ეკონომიკის სამინისტროში არსებული მდგომარეობით. უწყება ნაცაქტივის ხელშია გადასული.

ამასთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო -ს ეიჩარის ხელმძღვანელს USAID – ს ფიანდაზებს უგებს და მადლობებს სწირავს.” _ ” რომ ვამბომ – ამერიკულ აგენტურას ღრმად აქვს ფესვები გადგმული სტრუქტურებში, მსგავს კადრებს ვგულისხმობ ზუსტად.

ირაკლი ჯანყარაშვილი

წყარო: https://publicist.ge/