იტალიაში ჩივიტავეკიას შტატის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა 31 წლის ქართველი ალკოჰოლის ქურდობისთვის დააკავეს.
კაცი მაღაზიის თანამშრომლებმა დაიჭირეს, როდესაც ის ალკოჰოლის რამდენიმე ბოთლის მოპარვას და ეტიკეტის მოხსნას ცდილობდა.
კაცმა 150 ევროს ღირებულების 6 მოპარული ბოთლის თაროებზე დაბრუნება და გაქცევა სცადა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა მისი დაკავება შეძლეს.
31 წლის ქართველის დაკავება სასამართლომ დაადასტურა. გარდა ამისა, კაცს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.