ძირითადად რისგან იღუპებიან ადამიანები საქართველოში და მთლიანად მსოფლიოში!

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის გამომწვევი ძირითადი მიზეზია.

OurWorldinData-ს მონაცემებით 2017 წელს დაღუპულ ადამიანებს (56 მილიონი) შორის 1/3-ის გარდაცვალების მიზეზია გულ-სიხლძარღვთა დაავადებები. საქართველოშიც 2017 წელს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები იყო სიკვდილიანობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი, მაგრამ მისი პროცენტული წილი თითქმის 2-ჯერ აღემატება მსოფლიოს მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, მსოფლიოში სიკვდილიანობის გამომწვევი სხვა მიზეზებიც, რომლებსაც მნიშვნელოვანი პროცენტული წილი უკავიათ მთლიანობაში: კიბო (17.8%), რესპირატორული დაავადებები (7.3%) და რესპირატორული ინფექციები (4.8%). საქართველოში კი შესაბიმისად: კიბო (16%), რესპირატორული დაავადებები (3%) და რესპირატორული ინფექციები (2%).

წყარო: agora.ge