ესპანეთში 23 ივლისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ ის პარლამენტში უმრავლესობას ვერ იღებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
კონსერვატიულმა პარტიამ, რომლის ლიდერია ალბერტო ფეიჰოო, პარლამენტში 136 ადგილი მიიღო. მეორე ადგილზე გასული სოციალისტური პარტია 122 ადგილს იღებს.
33 და 31 ადგილი ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიებმა აიღეს.
თუ კონსულტაციების შედეგად გამარჯვებულ პარტიას კოალიციის შექმნა არ გამოუვა, რომელშიც 176 დეპუტატი უნდა შედიოდეს, მაშინ პარლამენტში უმრავლესობა არცერთ პარტიას არ ექნება და ქვეყანაში, შესაძლოა, ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.
23 ივლისს ესპანეთში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. თავდაპირველად არჩევნების ჩატარება 2023 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, მაგრამ მაისის ბოლო რეგიონულ არჩევნებზე კონსერვატორების გამარჯვების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტი დაშალა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.