უკრაინას ჯერ კიდევ აქვს საკმარისი შესაძლებლობები კონტრშეტევის გასაგრძელებლად – ლოიდ ოსტინი

პენტაგონის ხელმძღვანელის ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინას ჯერ კიდევ აქვს საკმარისი შესაძლებლობები კონტრშეტევის გასაგრძელებლად. ამის შესახებ ოსტინმა პაპუა-ახალ გვინეაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოსტინმა არ გააკეთა კომენტარი კონტრშეტევის მიმდინარეობასა და საბრძოლო კონკრეტულ დეტალებზე, მაგრამ თქვა, რომ უკრაინა „ინარჩუნებს ადამიანურ ძალას და აღჭურვილობას“.

მისი თქმით, უკრაინა კარგად არის მომზადებული ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად.

მანამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა დაგეგმილზე ნელა მიდიოდა, თუმცა არ შეჩერებულა.