ევროკავშირს არ აქვს თავისუფალი სახსრები იმისთვის, რომ უკრაინას სახმელეთო გზით ხორბლის ექსპორტის სუბსიდირებაში დაეხმაროს. ამის შესახებ სააგენტო Reutrers-ი ევროპულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
სახმელეთო გზით უკრაინული ხორბლის ექსპორტის სუბსიდირების ინიციატივით ევროკომისარი სოფლის მეურნეობის საკითხებში იანუშ ვოიცეხოვსკი გამოვიდა.
მანამდე ევროკომისიას ტრანსპორტირების დამატებითი ხარჯების დაფინანსების თხოვნით უკრაინის აგრარული პოლიტიკის სამინისტრომ მიმართა.