რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-აფრიკის სამიტის ფარგლებში განაცხადა, რომ უკრაინაში ომი დასავლეთმა დაიწყო.
მისი თქმით, დასავლეთმა უკრაინის ნატოში შეყვანა დაიწყო, მაშინ როცა რუსეთისთვის უკრაინის ნეიტრალური სტატუსი პრინციპული მნიშვნელობის იყო.
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება მზადაა მშვიდობისთვის.
რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ გასული წლის გაზაფხულზე რუსული ჯარის კიევიდან უკან დახევა მას სთხოვეს და შეასრულა.
„ფაქტობრივად, შეთანხმებული იყო ამ ხელშეკრულების პროექტი, მაგრამ ჩვენი ჯარების კიევიდან გაყვანის შემდეგ, ჩვენ გვთხოვეს ამის გაკეთება, რათა შეგვექმნა პირობები საბოლოო ხელშეკრულების დასადებად, კიევის ხელისუფლებამ უარი თქვა ყველა წინა შეთანხმებაზე“, – აცხადებს პუტინი.
პუტინს არ დაუკონკრეტებია, ვინ სთხოვა რუსეთს კიევიდან ჯარის გაყვანა.
„ახლა დეტალებზე არ ვისაუბრებ, რაზე ვიყავით შეთანხმებული, ეს ალბათ არც ისე კორექტული იქნება“, – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, გასული წლის მარტის ბოლოს, რუსეთის ჯარებმა უკან დაიხიეს კიევიდან ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით, კონცენტრირდნენ ძალები სამხრეთ უკრაინაში და დონბასში. მოსკოვი ამტკიცებდა, რომ უკრაინის დედაქალაქიდან უკან დახევის გადაწყვეტილება მიიღეს როგორც „კეთილგანწყობის ჟესტი“, მაგრამ დასავლელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა დიდი მარცხი განიცადა კიევის მახლობლად და იძულებული გახდა უკან დაეხია.