გერმანელი მწერალი მარტინ ვალზერი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი გერმანელი მწერალი მარტინ ვალზერი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„დიდი ადამიანი და მსოფლიო დონის მწერალი, რომელიც გერმანიამ დაკარგა“, – ასე გამოეხმაუარა ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მწერლის გარდაცვლებას.

„მარტინ ვალზერი გერმანულ ლიტერატურას ათწლეულების განმავლობაში აყალიბებდა. მის წიგნებს თაობები კითხულობდნენ. ვუსამძიმრებ მის ოჯახს“, – წერს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

მწერალი და დრამატურგი მარტინ ვალზერი 1927 წელს ვასერბურგში დაიბადა. ის ომის შემდგომი გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდეს წარმომადგენელად და „თანამედროვე კლასიკოსად“ ითვლება.