მამუკა მდინარაძეს კომენტარი ლაინერთან დაკავშირებით საერთოდ არ გაუკეთებია, მაგრამ მაინც მთელი სერიოზულობით აზიარებენ ნახევარსაათიან „ფეიკს“ და შფოთავენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, უგემოვნო „ფეიკები“ აჩვენებს ყველაზე კარგად, ვინ არის ორიენტებული საქმეზე და ვინ – ცილისწამებასა და ტყუილზე.
„მამუკა მდინარაძეს კომენტარი ლაინერთან დაკავშირებით საერთოდ არ გაუკეთებია, მაგრამ მაინც მთელი სერიოზულობით აზიარებენ ნახევარსაათიან “ფეიკს” და შფოთავენ.
სინამდვილეში ამით ორი რამე აშკარავდება – ერთი, რომ ყალბ ამბებზე აგებენ საკუთარ დღის წესრიგს და მეორე – თუ რამე არ მოიგონეს, არაფერი აქვთ ხელმოსაჭიდი. თან, ასე, არაგრამატიკულად და უხარისხოდ.
მაგრამ ზუსტად ასეთი უგემოვნო “ფეიკები” აჩვენებს ყველაზე კარგად, ვინ არის ორიენტებული საქმეზე და ვინ – ცილისწამებასა და ტყუილზე“, – წერს რატი იონათამიშვილი.