გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს რომ სოციალური ქსელები წყევლაა.
ოლაფ შოლცი მოუწოდებს ადამიანებს, რომ უმჯობესია, წიგნები წაიკითხონ.
„სოციალური მედიის წყევლა – ჩვენ შეგვიძლია, კომფორტულად ვისხდეთ ჩვენს ბუშტებში, სადაც გვთავაზობენ მხოლოდ იმას, რაც შეესაბამება იმას, რაც ყოველთვის სწორად მიგვაჩნდა“, – ამბობს შოლცი.
შოლცის თქმით, წიგნები სხვადასხვა პერსპექტივას გვიხსნიან, რაც ადამიანის პერსონალურ გამოცდილებას სცდება.
„ეს არის ლიტერატურის უდიდესი ღირებულება, ის საშუალებას გაძლევთ, ეზიაროთ გამოცდილებას, რომელიც თქვენ თვითონ არ გაქვთ და ხშირად არც გსურთ, რომ პირადად გამოსცადოთ“, – ამბობს შოლცი.