პაკისტანში ისლამისტური პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
აფეთქება ჩრდილო-დასავლეთ ბაჯაურის რაიონში მოხდა.
მედიასაშუალების ცნობით, ტერაქტის შედეგად დაიღუპა იმ პარტიის ლიდერიც, რომლის ყრილობაც მიმდინარეობდა.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. უშიშროების ძალებმა ტერიტორიას ალყა შემოარტყეს. აფეთქების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.