ბლოგერი დიტო ბიძინაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილებს აქვეყნებს, რომლებში ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
ყველა დაისჯება ვინც პანდემიის აფიორას არ დაიჯერებდა და მოცემულ ინსტრუქციებს არ შეასრულებდა 5ზე.
ეჭვი არ მეპარებოდა რომ პირველი სამიზნე ლუკაშენკო იქნებოდა. ბელორუსია – უკანასკნელი თავისუფალი ქვეყანა დედამიწაზე, სადაც სოროსები და მისი მსგავსი სოდომისტები ვერ ბატონობენ. ერთადერთი შანსი ბელორუსიის ხელში ჩაგდების მსოფლიო ელიტარული ოჯახების მიერ არის ის, რომ რუსეთს დაუპირისპირონ. ჩვენ და უკრაინამ უკვე გამოვცადეთ ეს ყველაფერი ჩვენ თავზე. იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთი მართლმადიდებლური ქვეყანა არ გაიწირება.
ეს ყველაფერი რაც ხდება, ძალიან კარგად იცის ვალოდკამ და ამიტომაც ასრულებს ყველა დავალებას 5 ზე.
შეიძლება ვინმეს არ მოწონდეს ლუკაშენკო, მაგრამ ამის გამო ნაძირლები მოიყვანო ხელისუფლებაში, ეს უკვე გამოთაყვანებაა. ესეც გავიარეთ ჩვენ ….
ექსპერტები მოთქვამენ, რატომ არ წავიდა ლუკაშენკო პოსტიდანო. ქართული საქმეები კი დაალაგეს და ახლა ბელორუსიას მიადგნენ ჩვენი ექსპერტ-პაწრიოტები. კი მაგრამ რომ წავიდეს, ფემინისტ-სოროსისტს ჩააბაროს ქვეყანა? ბოლოს და ბოლოს სააკაშვილის მაგალითი გვაქვს აგერ, მომენტი როცა მანიაკი და სულიერად ავადმყოფი მიგყავს სათავეში ედუს ზიზღის გამო. რამდენჯერ უნდა ჭამოთ? ისე დაკვირვებული ვარ, ასეთ ექსპერტებს ორი თემა აერთიანებს: სტალინის გინება და აგვისტოს ომი ჩვენ მოვიგეთ – ისტორია ჩვენ მხარეზე არისო, ასე გაიძახიან. აი ასეთმა პროპაგანდამ და საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილმა, რომელიც პირდაპირ აჩლუნგებს საღ აზრს, მიგვიყვანა ამ უფსკრულამდე. ამ ხალხს ხმას ვერ ამოაღებიებ სოროსზე და საქართველოს კოლონიურ მმართველობაზე.
ვინმემ არ მითხრას ახლა ბელორუსია რატომ განაღვლებსო. დიახაც მანაღვლებს ყველა მართლმადიდებლური ქვეყნის ბედი განსაკუთრებით. თუ ერთის წინააღმდეგ ააგორეს ბოროტება, იგივე განმეორდება ყველას წინააღმდეგ – დომინოს პრინციპით. ჩემთვის უკანასკნელი თავისუფალი ქვეყანაა ბელორუსია, სადაც ელჩებმა და სოროსებმა ვერ იბატონეს.
პუტინი არჩევანის წინაშეა, არც მოკავშირის დაკარგვა სურს და ბატკაც მისი უშუალო კონკურენტია პანდემიის საკითხში )) ბატკას ვაჟკაცურმა გადაწყვეტილებებმა, თუნდაც 9 მაისის პარადთან დაკავშირებით, ცუდად იმოქმედა ვალოდკას იმიჯზე. ერთ რამეს ვფიქრობ, არაა გამორიცხული, რომ პოსტის შენარჩუნების სანაცვლოდ, ლუკაშენკომაც აღიაროს პანდემიის სტატისტიკა ))
ისე იმ უგზოუკვლოდ დაქნეული მომიტინგეების თავში ჩამახედა, რომელი ურჩევნიათ-საკუთარ ქარხნებში და მინდვრებში მუშაობა თუ ევროპებში მომვლელად მუშაობა? აგერ რამხელა მაგალითი აქვთ ქართველების და უკრაინელების.
ბატკა ის კაცია ვინც თავის ხალხს საწვავი და პროდუქტები არ გაუძვირა!