ირაკლი დგებუაძე – „ნებისმიერი მოქალაქის დაცვა არის ჩვენი მოვალეობა“

შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ ბათუმში მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, პოლიცია ყველა მოქალაქეს და წესრიგს იცავს.

მისივე თქმით, პროტესტის გამოხატვას აქვს კანონით განსაზღვრული ფორმები:
„პროტესტის გამოხატვას აქვს თავისი ნორმები და ფორმები. კვერცხების სროლა, პოლიციელზე ძალადობა, ლანძღვა-გინება არ არის პროტესტის ნორმალურად გამოხატვა”, – განაცხადა ბათუმის სამმართველოს უფროსმა.