უნგრეთის პარლამენტში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. უნგრული მედიის ცნობით, უნგრეთის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ოპოზიციის მოწვევით გაიმართა, სადაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის დამტკიცების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა, უნგრეთის მმართველი პარტია და მისი პარტნიორი ქრისტიან-დემოკრატები სხდომაზე არ მივიდნენ, რის გამოც კვორუმი არ შედგა. შესაბამისად, პარლამენტარებმა დღის წესრიგის დამტკიცება ვერ შეძლეს. შეგახსენებთ, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლი ამ დრომდე ალიანსის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანას, უნგრეთს და თურქეთს არ აქვთ დამტკიცებული.