“შეაჩერეთ პოლონეთის უკრაინიზაცია, მათ ვოლინში ჩვენი ბავშვები დახოცეს” – “სლასკის” ფანები მატჩზე ანტიუკრაინული ბანერებით წარდგნენ

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-2 ტურში “სლასკი” საკუთარ მოედანზე თორნიკე გაფრინდაშვილის “ზაგლებიესთან” 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა ფანები ტრიბუნაზე მოულოდნელად ანტიუკრაინული ბანერებით გამოჩნდნენ, სადაც შემდეგი წარწერები იყო:

“შეაჩერეთ პოლონეთის უკრაინიზაცია”, “უკრაინელებმა დახოცეს ჩვენი ბავშვები ვოლინში”, “ვოლინის სამარცხვინო დუმილის 80 წელი”.

აღსანიშნავია, რომ “სლასკის” ფანების მხრიდან ეს ანტიუკრაინული პირველი ქმედება არ არის. გასული წლის ოქტომბერში მათ გამოფინეს ბანერი, სადაც ეწერა, რომ ეს ომი მათი არ იყო, რისთვისაც კლუბი 15 000 ზლოტით დაჯარიმდა.