ჰონგ კონგში ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის ფარგლებში მედიამაგნატი ჯიმი ლაი დააკავეს. როგორც „როიტერი“ წერს, ლაი ეჭვმიტანილია უცხოურ ძალებთან შეთქმულებაში.
71 წლის ჯიმი ლაი ჰონგ კონგში დემოკრატიის დამცველი ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილი აქტივისტი და ჩინეთის აქტიური კრიტიკოსია. ის ჰონგ კონგში მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების ორგანიზატორად მიიჩნევა. მილიონერი დილით საკუთარ სახლში დააკავეს.
ჩინეთმა ჰონგ კონგთან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების კანონი 30 ივნისს დაამტკიცა. ახალი კანონი ჩინეთის ხელისუფლებას ჰონგ კონგზე დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს.
ახალი კანონის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა ჩინეთისგან გამოყოფისკენ მიმართული ნებისმიერ ქმედება, ცენტრალური მთავრობის ძირგამომთხრელი საქმიანობა, ასევე უცხოურ და გარე ძალებთან შეთქმულება.
სადავო კანონის მიღებამ ჩინეთის მისამართით საერთაშორისო საზოგადოების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
წყარო: exclusivenews.ge