ექსპერტი კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში, შოთა აფხაიძე, სოციალურ ქსელში ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:
„ზოგიერთი ბრიყვი ქართველის საყურადღებოთ ! ვინც ლუკაშენკოს დამხობის სცენარს უჭერთ მხარს , ან ლიბერალიზმის უკურნებელი სენი შეგეყარათ , ან კიდე უგუნურები ხართ ! როდის უნდა დავიწყოთ საღად აზროვნება ? როდის უნდა ვიმოქმედოთ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან ? ფაქტია რომ ბელორუსში რეალურად არის გარკვეული პრობლემები , რაც იწვევს მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილებას , მაგრამ არა ისეთი პრობლემები რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო , მაგალითად მასიურად ხალხის ტ@ვნა , კვლა და ქვეყნის ნგრევა ! ბელორუსის პრობლემები არის იმ რეგიონისთვის სპეციფიური , რაც გამოწვეული ძირითადად გარე ფაქტორებით , სადაც ერთანეთთან ისტორიულად კონფრონტაციაში შედის კათოლიკური პოლონურ- ლიტვური და მართლმადიდებლური – რუსული სამყარო , ამას დღეს ემატება კომუნისტური ჩინეთის ფაქტორი და რუსულ – ამერიკული ტრანსნაციონალური ოლიგარქიური წრეების ჭიდილი სოციალისტურ ბელორუს – ჩინეთთის ალიანსთან ! მაგრამ მიუხედავად ზემოთჩამოთვლილი მიზეზებისა , არავის აქვს უფლება დაამხოს კანონიერი ხელისუფლება , მითუმეტეს ლუკაშენკოს ხელისუფლება ნამდვილად არა არც ტირანია არც დესპოტიზმი !
ლუკაშენკო ის პიროვნება , რომელმაც არ ცნო ეწ . სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა , ამ ნაბიჯით მან ფაქტიურად გადაარჩინა საქართველო , მას რომ ეცნო ამ კონფლიქტური ტერიტორიების სუვერენიტეტი , შედეგად მივიღებდით ათეულობით ქვეყნის მიერ ანალოგიურ ცნობას ! ასე რომ დააყენეთ ერთი ადგილი და ჭკუას მოუხმეთ !“