სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე შოვში სტიქიის გამო საქართველოს მოსახლეობას უსამძიმრებს

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი შოვში სტიქიის გამო საქართველოს მოსახლეობას უსამძიმრებს.

„ჩემი გულწრფელი სამძიმარი მოძმე საქართველოს მოსახლეობას, შოვის საკურორტო ზონაში მეწყერის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა დაშავებულს“, – წერს სიმონიანი სოციალურ ქსელში.