რუსეთის ინტერესთა სექცია საქართველოში, მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

რუსეთის ინტერესების სექცია საქართველოში მწუხარებას გამოთქვამს რაჭის რეგიონში, კურორტ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.


თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს, ვუსურვებთ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას. გამოვთქვამთ იმედს, რომ სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდება”, – ნათქვამია განყოფილების განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ინტერესების სექციის გვერდზე.