დიდუბეში საცხობის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საცხობის თანამშრომლები იყვნენ. ისინი საშუალო სიმძიმის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც “რუსთავი 2”-ს საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, აფეთქება ხანძრის გარეშე მოხდა და აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამ ეტაპზე, აფეთქების მიზეზი უცნობია.
“რუსთავი2”