სოხუმის დე ფაქტო ლიდერი, რომელიც მოსკოვში იმყოფებოდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ News Abkhazia იუწყება.
ინფორმაციის მიხედვით, მოსკოვში ყოფნისას ბჟანიამ თავი შეუძლოდ იგრძნო. ამჟამად მას კვლევები უტარდება.
წინასწარი ინფორმაციით, ბჟანიას კენჭის გავლა აქვს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.